Wednesday, July 18, 2018

მე-9 დღე, ინტელი

გავეცანი კოლეგების ნაშრომებს. წარვადგინე  ჩემს მიერ შესრულებული პროექტის გეგმა. გავეცანი სახელმძღვანელოს რესურსებში პროექტის ფასილიტაციას. გავიმეორე დრაივიდან დოკუმენტის გაზიარება, როგორ ხდება. ასევე ბლოგზე გვერდის დამატება და წაშლა.

Tuesday, July 17, 2018

მე-8 დღე ინტელის

დავასრულეთ პროცედურები. ვიმუშავეთ  მე-7 მოდულზე და შევქმენით ფასილიტაციისათვის გუგლ-კითხვარები. ეს კითხვარი ავტვირთე ბლოგზე.

Saturday, July 14, 2018

მე-7 დღე ინტელი

გავეცანი გარდნერის პრეზენტაციას. შევქმენი ხარაჩო. დიფერენცირებული სწავლებისთვის გავეცანით კითხვებს. შევქმენი ახალი საქაღალდეები.  ავტვირთე ბლოგზე.  შემდეგ დავამატეთ ბლოგზე გვერდები. დავალებად გვაქვს: პროცედურების დასრულება, ხარაჩოს შექმნა, დავამატო ახალიგვერდი - ინტელის კურსი და ტრენერის ბლოგი.

Thursday, July 12, 2018

მე-6 დღე ინტელი.
განვიხილეთ მე-5 მოდულში (მოსწავლეთა პროექტების შეფასებაში) გამოყენებული ფაილების მნიშვნელობა. გავეცანით განმავითარებელ თვითშეფასებას, შეფასების გეგმის ჩეკლისტს...  ვისწავლეთ, როგორ ავაწყოთ პროექტის გეგმა. დავალებაში უნდა შევავსოთ  პროცედურები.

Tuesday, July 10, 2018

მე-5 დღე ინტელი
 გავეცანით მესამე მოდულს-უკუკავშირის მეთოდებს. ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ დოკუმენტებში. ვისწავლეთ, როგორ მოვძებნოთ კოპირების უფლების ნიშანი. მოვძებნეთ გადმოსატვირთავი სურათის პირველადი წყარო. შევქმენით მოსწავლის ნიმუში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მე-4 დღე

ვისწავლე ,როგორ გამოვიყენო სახელმძღვანელოს მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა. შევავსე პტოექტის გეგმაში მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენი ახალი სლაიდშოუ, სადაც შევიტანე პროექტის სახელი, შინაარსი, მიზანი, კითხვები. ავტვირთე დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე. შემდეგ შევქმენი დრაივზე ახალი დოკუმენტი, სადაც  დავწერე მიზნიდან გამომდინარე აქტივობები.

Thursday, July 5, 2018

მე-3 დღე; დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი რამ ვიწსავლე. მიზნები იწერება სტანდარტებიდან გამომდინარე. აუცილებელია მოიცავდეს ინფორმაციას - რა პირობებში ვაკეთებთ, რას ვაკეთებთ, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. მიზანი უნდა იზომებოდეს და ფასდებოდეს. მაღალ სააზროვნო შედეგებზე უნდა გადიოდეს. ასევე ვისწავლე პროექტებისთვის სხვადასხვა კითხვების დასმა. ზოგადი კითხვა არის პროექტის არსი. შინაარსობრივი - ფაქტებზე დაფუძნებული. თემატური - კითხვები, რომლებიც ვრცელ პასუხს მოითხოვს და უშუალოდ პროექტთან ან თემასთან არის დაკავშირებული.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მე-2 დღე. მოვისმინე სხვადასხვა პროექტის იდეები და როგორ იწერება პროექტის შინაარსი, რომელშიც ასახული უნდა იყოს: პრობლემა, აქტუალობა, როგორ იკვლევენ და რას ქმნიან. ვისწავლე ბუკლეტის დამზადება, ასევე სურათების ჩასმა. მონაწილეებისათვის კომენტარების გაკეთება. გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.